logo_geo
22 წლის ბაკურციხელი გოგონას წარმატებული ბიზნესი
- +

29 აპრილი. 2017. 20:08

 

ეს 22 წლის გოგონა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გააცნო საზოგადოებას. ნინო წინწალაშვილმა ბაკურციხეში მწყრის ფერმა გააშენა. როცა საქმიან მოლაპარაკაზე მიდის, ასაკის გამო, ხშირად არასერიოზულად აღიქვამენ. თითქოს, ზემოდან დაჰყურებენ. რა მწყერი, რის ფერმაო, მაგრამ ნინოს მაინც არაფერი ეუხერხულება.

 

გურჯაანის მაღაზიებში ჩასაბარებლად დადის და თბილისის ათვისებაც გადაწყვიტა. თან, სამედიცინოზე სწავლობს. მაინც ყველაფერს ასწრებს. მეუბნება, რომ მწრის კვერცხი ძალიან სასარგებლოა. თავად მწყერი ქათამზე რთული მოსავლელი ყოფილა. ნინოსგან გავიგე, რომ ამ ფრინველის შვილს ჩოჩორი ჰქვია, ისევე, როგორც ვირის შვილს".

 

მისი ფერმა რომ გაფართოვდა, „აწარმოე საქართველოს" გრანტის დამსახურებაა. პირველი მწყერი კი ბიძამისმა მიუყვანა.


მოკლედ, ნინო ძალიან ყოჩაღი და საქმიანი გოგოა და წინ ბევრი წარმატება ელის.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი