logo_geo
მირზა გელოვანის ნეშტს 71 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოასვენებენ
- +

30 აპრილი. 2017. 11:44



ქართველი პოეტის მირზა გელოვანის ნეშტს 71 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოასვენებენ. ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძემ გადაცემა „ჩვენი დილა"-ში განაცხადა.


„8 მაისს მირზა გელოვანის ნეშტს ქუთაისში ჩაასვენებენ, საიდანაც კი სამხედრო გალდახინით თბილისში გადმოასვენებენ", - განაცხადა ტყემალაძემ.


მისი თქმით, მირზა გელოვანის საფლავს  1979 წელს მიაკვლია, როდესაც ქართველ სტუდენტებთან ერთად სმოლენსკის ოლქში იმყოფებოდა.

 

„ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკებები ბელარუსის მხარესთან. ტექნიკური დეტალების შეთანხმების შემდეგ მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებენ", - განცხადა ტყემალაძემ.


საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია ამ ფაქტის ამსახველ ფილმს გადაიღებს.


ქართველი პოეტი, კაპიტანი მირზა გელოვანი დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.


მირზა გელოვანის ნეშტს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში 9 მაისს დაკრძალავენ.


 

big_banner
არქივი