logo_geo
ქართული ღვინო საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულში მოხვდა
- +

30 აპრილი. 2017. 15:10




გამოცემა esquire-მა მსოფლიოს საუკეთესო ნატურალური ღვინოების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგში ქართული ღვინო, კომპანია „ხოხბის ცრემლების" 2013 წლის ჩამოსხმის თავკერი მოხვდა.


„წითელი, კაშკაშა ღვინო, დამზადებილია თიხის ჭურჭელში, რომელიც მიწის ქვეშ არის დაცული", - ასე აღწერს esquire ქართული ღვინოს.


ქართულის გარდა, რეიტინგში მოხვდა ავსტრიული, ავსტრალიური, იტალიური, ფრანგული და ესპანური ღვინოები.


 

big_banner
არქივი