logo_geo
საქართველოში კოვიდინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

30 აგვისტო. 2021. 10:54

 

 

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 411 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, „პისიარ“ ტესტით – 9 106.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 8,94 %, ბოლო 14 დღის –  10,44 %, ბოლო შვიდი დღის – 10,04 %.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 545 033 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  488 661 გამოჯანმრთელდა 78 კი, გარდაიცვალა.

 

გუშინ, 29 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 669 შემთხვევა გამოვლინდა, 6 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა.

 

big_banner
არქივი