logo_geo
კვლევის შედეგების მიხედვით, სამსახურის დაკარგვა განქორწინებაზე უარესია
- +

30 აპრილი. 2017. 18:34


 

Bloomberg-ის ინფორმაციით, 4 ათასზე მეტი სამეცნიერო კვლევის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები თავიანთ კეთილდღეობის დონეს სრულად ვეღარ აღადგენენ. ეს უარესია, ვიდრე განქორწინება ან დაქვრივება.


კეთილდღეობაში ისეთი ფაქტორების ერთობლიობა იგულისხმება, როგორებიცაა: კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა, თვითშეფასება და ცხოვრებით კმაყოფილება.


მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ უმუშევრები რამდენიმე წლის განმავლობაში თავს სულ უფრო უბედურებად გრძნობენ. ერთადერთი, რის იმედადაც ისინი არიან ახალი, სტაბილური და სასურველია, მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული სამუშაოს პოვნაა, რომელსაც შეუძლია გათავისუფლებით გამოწვეული შოკის შერბილება. მაშინ როდესაც ადამიანის კეთილდღეობა, რომელიც მეუღლეს კარგავს, მკვეთრად მცირდება, თუმცა საშუალოდ, დროთა განმავლობაში ძველ დონეს უბრუნდება. უმუშევრობოს შემთხვევაში კი ასეთი რამ არ ხდება.


კვლევის შედეგებით, ბრიტანელ კაცებს, მეუღლის ან მეგობარი ქალის გარდაცვალების შემდეგ კეთილდღეობა ძველ მაჩვენებელზე ორ წელიწადში უბრუნდებათ, ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ კი ოთხ წელიწადში. მაგრამ, თუკი ბრიტანელი სამსახურს კარგავს, მისი კეთილდღეობა ოთხი წლის განმავლობაში შეუქცევადად მცირდება. იმავდროულად, კაცებისთვის სამსახურის დაკარგვა უფრო მტკივნეულია, ვიდრე ქალებისთვის.


მეცნიერები ამას იმითაც ხსნიან, რომ ბრიტანულ საზოგადოებაში სამუშაო, საზოგადოებაში წვლილის შეტანა და დასაქმებული ადამიანის სტატუსის ქონა, ცხოვრების არსია.


 

big_banner
არქივი