logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა
- +

2 სექტემბერი. 2021. 11:12

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 563-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 212 პირს დაუდასტურდა, 5 017 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, პირველ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 886 შემთხვევა გამოვლინდა, 4 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.

big_banner
არქივი