logo_geo
ნორვეგიული მედია საქართველოს მიერ ავღანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხო ევაკუაციაში გაწეული დახმარების შესახებ წერს
- +

7 სექტემბერი. 2021. 18:46

 

 

ნორვეგიულმა გამოცემებმა: „Norway Today”, „VG“, „TV2”, „NRK”, “Dagensmedisin” , „Forsvaretsforum” სტატიებში მაღალი შეფასება მისცეს ქაბულიდან ავიარეისების განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობასთან წარმატებულ თანამშრომლობას.

 

მასალებში აღნიშნულია, რომ ნორვეგიელ ჯარისკაცებთან ერთად, თბილისში, სატრანზიტო საქმიანობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი პოლიციის ორგანოები და ჯანდაცვის პერსონალი. სტატიებში ასევე გამოქვეყნდა ნორვეგიელი სამხედროების შთაბეჭდილებები და შეფასებები ევაკუაციის პროცესებთან დაკავშირებით.

 

მაიორმა ლარს კრისტიან სანდვიკმა, ნორვეგიის თავდაცვის ფორუმს, სადაც გამოქვეყნდა ინფორმაცია “North Brigade”-ის ჯარისკაცების თბილისიდან ნორვეგიაში დაბრუნების შესახებ, განუცხადა, რომ საქართველოსგან მიიღეს გამორჩეული მხარდაჭერა.

 

big_banner
არქივი