logo_geo
ქართული ღვინის ისტორიაში პირველად!...
- +

28 ნოემბერი. 2016. 16:02



ქართული ღვინის ისტორიაში პირველად, ჩინეთის ბაზარზე "ბადაგონის" 5 მილიონი ბოთლი ღვინის რეალიზაცია განხორციელდება - შესაბამისი მემორანდუმი, კომპანიასა და ჩინურ კორპორაციას - Wenzhou Bydoway Import & Export Co-ს შორის დღეს, სოფელ ხოდაშენში, "ბადაგონის" ღვინის ქარხანაში გაფორმდა.


პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, წელს ჩინეთის ბაზარზე 3-3,5 ბოთლი ღვინის რეალიზაცია იყო დაგეგმილი, თუმცა ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტმა 4 მილიონ 800 ათას ბოთლს გადააჭარბა, წლის ბოლოს კი ექსპორტი 5 მილიონზე მეტი იქნება.


ეს არ არის დასასრული ქართული ღვინის ექსპორტისა ჩინეთში, რომელიც ამოუწურავი შესაძლებლობების ბაზარია. ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დავასრულეთ და იმედი გვაქვს, მას ხელი მალე მოეწერება. ჩვენ მიღებული გვაქვს ჩინეთის კომერციის მინისტრის, გაო ჰუჩენგის თანხმობა, რომ შეთანხმება, ღვინის ნაწილში, ხელმოწერისთანავე ამოქმედდება. ვფიქრობთ, ეს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას ჩინურ ბაზარზე რამედენჯერმე აამაღლებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის ტენდენციები ჩინეთთან, რომლებშიც ვიმყოფებით. წელს დაგეგმილი გვქონდა 3-3,5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტმა 4 მილიონ 800 ათას ბოთლს გადააჭარბა, ანუ, წლის ბოლოსთვის, ექსპორტი 5 მილიონზე მეტი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ „ბადაგონსა" და ჩინურ კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის გათვალისწინებით, მომავალ წელს, ამ მიმართულებით, კიდევ უფრო პოზიტიურ დინამიკას უნდა ველოდოთ.




 

big_banner
არქივი