logo_geo
ქართველი მთამსვლელების წარმატება - არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე პაკისტანში ერთ-ერთი დაულაშქრავ მწვერვალზე ავიდნენ
- +

11 სექტემბერი. 2021. 01:50

 

 

ქართველი მთამსვლელების დიდი წარმატება – არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ერთ-ერთ დაულაშქრავ მწვერვალზე ავიდნენ.

ცნობილია, რომ სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ძნელად დასაპყრობი მასივია. მასზე ასვლას ისიც ართულებს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით თითქმის ყველა მარშრუტი ერთნაირად მიუდგომელია და ციცაბო ფერდობებით არის ცნობილი. ​სარაგრარის უმაღლესი წერტილი ჰინდუ კუშის მთათა სისტემაში მე-4 ადგილზეა: ესაა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მწვერვალი, რომელიც 7 349 მეტრს უტოლდება.

სამმა ქართველმა მთამსვლელმა პაკისტანში წინა ვიზიტისას, უკვე დალაშქრეს ნანგა-პარბატი, თუმცა ისინი უფრო მეტად დაულაშქრავი მწვერვალების ძიებაში არიან. გასულ წელს მათ მწვერვალ უშბაზე ჩრდილო-დასავლეთის ფერდობზე ახალი რთული მარშრუტიც აღმოაჩინეს.

 

 

big_banner
არქივი