logo_geo
მერაბ ნინიძე BBC-ის სერიალში მთავარ როლს შეასრულებს
- +

3 მაისი. 2017. 23:50



ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე BBC-ის ახალ სერიალში „McMafia" მთავარ როლს შეასრულებს. სერიალი ეკრანზე 2017 წლის ბოლოსკენ გამოვა.


სერიალში ოთხი მთავარი პერსონაჟია, რომელთაგანაც ერთ-ერთს ნინიძე თამაშობს. სიუჟეტი კი გლობალური მაფიის ისტორიაზე მოგვითხრობს.


სერიალის სცენარი მიშა გლენის ბესტსელერის მიხედვით, ჰუსეინ ამინმა და ჯეიმს უოტკინმა შექმნეს. „McMafia"-ს ერთდროულად BBC, AMC და Cuba Pictures იღებენ.


 

big_banner
არქივი