logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: არ მესმის პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და საფრთხის ქვეშ აყენებენ აღსაზრდელებს
- +

11 ოქტომბერი. 2021. 21:04

 

 

“არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„ორი აზრიც არ არსებობს, რომ გადამწყვეტია მშობლების, სკოლებისა და ინსტიტუტების პერსონალის აცრა. ბევრმა ქვეყანამ შემოიღო პედაგოგების სავალდებულო აცრა. ჩვენთან იყო ამის მცდელობა, მოისინჯა აზრი, თუმცა პედაგოგების დიდმა ნაწილმა მკვეთრი პროტესტი განაცხადა – ეს დაუშვებელია, არაჯანსაღი მიდგომაა. არ შეიძლება არ გვინდოდეს კოვიდის გავრცელება, არ გვინდოდეს გარდაცვალების მაღალი რიცხვი და მეორე მხრივ, კატეგორიულად არაფერს ვაკეთებდეთ. არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს. აგრეთვე იმ მშობლების, რომლებსაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან ასაკოვნები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი