logo_geo
კვლევა: კავკასიონზე მყინვარების დნობის ტემპი გაიზარდა
- +

14 ოქტომბერი. 2021. 10:14

 

ბოლო დღეების განმავლობაში მყინვარების დნობის შესახებ ორი ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კავკასიონის მყინვარების ახალი ინვენტარიზაცია და მეორე, რომელმაც მსოფლიოში არსებული ყველა მყინვარი მოიცვა. ბოლო კვლევაში ასამდე მყინვარი შევიდა და დასკვნა საგანგაშო აღმოჩნდა. კვლევის თანახმად, ბოლო წლებში მყინვარების დნობის ტემპმა კატასტროფულად იმატა. მხოლოდ კავკასიონს მაგალითზე, ბოლო 20 წელიწადში 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დადნა და მკვლევრების აზრით, აღმოსავლეთ კავკასიონზე უახლოეს ათწლეულებში მყინვარების უმეტესობა შესაძლოა გაქრეს.

 

ამ თემაზე „იმედის დილაში“ კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ქართველმა გლაციოლოგმა ლევან ტიელიძემ​ისაუბრა, რომელიც ახალ ზელანდიაში ანტარქტიდის კვლევით ცენტრში მუშაობს. მისი თქმით, მყინვარების დნობა მყინვარული დნობის მდინარეებში წყლის დონის შემცირებასა და ფერდობების სტაბილურობის დარღვევას და ზვავებს გამოიწვევს.

 

მეცნიერი აცხადებს, რომ გამოსავალი სათბური აირებისა და ნახშირორჟანგის გამოფრქვევის და ბუნებაზე არასწორი და უარყოფითი გავლენის შემცირებაა.

 

 

 

big_banner
არქივი