logo_geo
„კილაძის ბოლოდროინდელი მოღვაწეობა ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!“
- +

4 მაისი. 2017. 21:58



ჩემს რესპონდენტს წლებია, ვიცნობ. თუმცა, კარგა ხანია, არ შევხვედრივარ. გულწრფელად გითხრათ, გამიკვირდა კიდეც მისი ზარი და ინტერვიუს შემოთავაზება - წერას საუბარს ვამჯობინებო...  არ დაგიმალავთ, არც იმას მოველოდი, საუბარი უხერხულ თემებზე თუ მოგვიწევდა და ასე ღიად და საჯაროდ იტყოდა იმას, თუ რა მოხდა მის რედაქციაში, რის თქმასაც ბევრი, აგერ უკვე, წლებია, ერიდება და რისი უთქმელობაც აქამდე ლოდად აწვა გულზე.

 

„მესმის, ძნელია ყოფილ კოლეგებზე საუბარი, მაგრამ თუ კოლეგიალობის „ძარღვი" გაწყვეტილი აქვს მავანს, ალბათ, ადრე თუ გვიან, სათქმელი უნდა ითქვას და ახლა სწორედ ეს მომენტია, რომ ეს სათქმელი სწორედ მე ვთქვა!"- ამბობს და არ დაგიმალავთ, ბევრი რამით მაკვირვებს კიდეც...

 

მხოლოდ ჩემთვის კი არა, საზოგადოებისთვისაც ერთობ საინტერესოა, ვის რა ფორმით აშანტაჟებდა ელისო კილაძე წლების განმავლობაში? სწორედ ამაზე საუბრობს ჩვენი რესპოდენტი.

 

ასევე, საინტერესოა, რომელი პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები დარბოდნენ „ქრონიკა+"-ის რედაქციაში მთავარი რედაქტორის „მადის" დასაკმაყოფილებლად?

ვინ არის „გადამგდები" ჟურნალისტი? რატომ უწოდებს „სიბინძურის ბუდეს" გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქციას?

რატომ მიდიოდნენ რედაქციიდან ეტაპობრივად ცნობილი და პოპულარული ჟურნალისტები?

ვწუხვარ, რომ ამ თემებზე და ჩემს კოლეგებზე მიწევს საუბარი...

 

ამთავითვე გეტყვით, დღეს მის ვინაობას არ გაგიმხელთ. ამჯერად მას ანონიმურ  წყაროდ დავტოვებთ, ამით არც კანონს ვარღვევთ და არც ჟურნალისტურ ეთიკას ვღალატობთ... ხოლო სათქმელს, რაც „ქრონიკა+"-ის ყოფილმა თუ ამჟამინდელმა თანამშრომლებმა ისედაც ზედმიწევნით იციან - სააშკარაოზე გამოვიტანთ - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

„ელისო კილაძის ბოლოდროინდელი მოღვაწეობა არც ჟურნალისტურ სტანდარტში ჯდება და რაც ყველაზე გულსატკენია - არც ქალის და დედის ღირსებებზე მეტყველებს დადებითად!


- მაპატიე, გაგაწყვეტინებ და აქვე შევთანხმდეთ - ჩვენი საუბარი არ და ვერ გასცილდება კილაძის საქმიანობის სფეროებს. მკითხველს რომ თავგზა არ ავუბნიოთ, ჯღარკავას მიმართ გამოქვეყნებულ კილაძისეულ კომენტარსაც შევახსენებ ბოდიშის მოხდით და მერე გავაგრძელოთ საუბარი.

            ელისო კილაძემისი შვილი (ნინო ჯღარკავასი - რედ.) უნდა ვნახო და უნდა ვუთხრა, რომ დედა სამმანეთიანი მინეტი ჰყავს. პოლიციის განყოფილებაში ნათრევი თან".

 

- გიორგი, თავად ნინოს რომ არ გამოექვეყნებინა ამ კომენტარის ე.წ. „სქრინშოტი", ვერც გავბედავდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ რა მორალზე საუბრობს ქალი, როცა თავადაც ახალგაზრდა ბიჭის მშობელია, მით უფრო - პატიმრის და კოლეგის შვილზე ამ ტონალობით საუბრობს. აქ, მით უფრო, აღარ არის საუბარი არანაირ ჟურნალისტურ ეთიკაზე!


- თუმცა, დამეთანხმები, პატიმრის დედაზე საუბარიც არ არის ადვილი.

 

- გეთანხმები, გეთანხმები, მაგრამ ახლა მხოლოდ ჯღარკავაზე სასაუბროდ ხომ არ მოვსულვარ? უბრალოდ, მის მიმართ გამოხატულმა ამ სიბინძურემ მაიძულა, მოვყვე ყველაფერი, რაც „ქრონიკა+"-ში ჩემი მუშაობის განმავლობაში მინახავს და მომისმენია".



 

big_banner
არქივი