logo_geo
„10000 დოლარი გადაუხადა ამ ჩიტიშვილმაც!“
- +

4 მაისი. 2017. 22:09

 

 

ჩემს რესპონდენტს წლებია, ვიცნობ. თუმცა, კარგა ხანია, არ შევხვედრივარ. გულწრფელად გითხრათ, გამიკვირდა კიდეც მისი ზარი და ინტერვიუს შემოთავაზება - წერას საუბარს ვამჯობინებო...  არ დაგიმალავთ, არც იმას მოველოდი, საუბარი უხერხულ თემებზე თუ მოგვიწევდა და ასე ღიად და საჯაროდ იტყოდა იმას, თუ რა მოხდა მის რედაქციაში, რის თქმასაც ბევრი, აგერ უკვე, წლებია, ერიდება და რისი უთქმელობაც აქამდე ლოდად აწვა გულზე.

 

„მესმის, ძნელია ყოფილ კოლეგებზე საუბარი, მაგრამ თუ კოლეგიალობის „ძარღვი" გაწყვეტილი აქვს მავანს, ალბათ, ადრე თუ გვიან, სათქმელი უნდა ითქვას და ახლა სწორედ ეს მომენტია, რომ ეს სათქმელი სწორედ მე ვთქვა!"- ამბობს და არ დაგიმალავთ, ბევრი რამით მაკვირვებს კიდეც...

 

მხოლოდ ჩემთვის კი არა, საზოგადოებისთვისაც ერთობ საინტერესოა, ვის რა ფორმით აშანტაჟებდა ელისო კილაძე წლების განმავლობაში? სწორედ ამაზე საუბრობს ჩვენი რესპოდენტი.

 

ასევე, საინტერესოა, რომელი პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები დარბოდნენ „ქრონიკა+"-ის რედაქციაში მთავარი რედაქტორის „მადის" დასაკმაყოფილებლად?

ვინ არის „გადამგდები" ჟურნალისტი? რატომ უწოდებს „სიბინძურის ბუდეს" გაზეთ „ქრონიკა+"-ის რედაქციას?

რატომ მიდიოდნენ რედაქციიდან ეტაპობრივად ცნობილი და პოპულარული ჟურნალისტები?

ვწუხვარ, რომ ამ თემებზე და ჩემს კოლეგებზე მიწევს საუბარი...

 

ამთავითვე გეტყვით, დღეს მის ვინაობას არ გაგიმხელთ. ამჯერად მას ანონიმურ  წყაროდ დავტოვებთ, ამით არც კანონს ვარღვევთ და არც ჟურნალისტურ ეთიკას ვღალატობთ... ხოლო სათქმელს, რაც „ქრონიკა+"-ის ყოფილმა თუ ამჟამინდელმა თანამშრომლებმა ისედაც ზედმიწევნით იციან - სააშკარაოზე გამოვიტანთ - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ის პარტია „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილზე საუბრობს:


„ბანკს ვინ ჩივის, პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები ჰყავს დაშანტაჟებული! ზოგი დღესაც აგრძელებს კონვერტებით ფულის ხდას!


სხვათაშორის, ზვიად ჩიტიშვილი ხომ გახსოვთ, „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე. ჯერ ნეგატიური სტატიები წერა ამ ჩიტიშვილზე, მერე შეუთვალა - თანხა გადამიხადეო და 10000(ათიათასი) დოლარი გადაუხადა ამ ჩიტიშვილმაც. ამის შემდეგ კი მისი პიარით იყო დაკავებული..."


 

big_banner
არქივი