logo_geo
წალენჯიხაში წარმოებული 1 კილოგრამი ჩაი, ჩინურ ბაზარზე 300 დოლარად იყიდება
- +

5 მაისი. 2017. 02:13


წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე იყიდება. ჩაის კომანია ლაზში" ჩინელმა ინვესტორებმა, პირველი ეტაპისთვის 80 ათას დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანია" სამომავლოდ ინვესტიციების გაზრდას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.


სამეგრელოზემო-სვანეთის მხარის ცნობით, ქართულ-ჩინურ საწარმოში მწვანე და შავი ჩაის წარმოება ჩინური ტექნოლოგიით ხდება. ამჟამად ჩაის კრეფის პროცესში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია „ლაზი" ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.


წლების განმავლობაში საქართველოში ჩაის კულტურა გაჩერებული იყო. ჩვენ ჩამოვედით და შევისწავლეთ მისი ხარისხი. თქვენ ნამდვილად უმაღლესი ხარისხის ჩაი გაქვთ. ჩაის უნდა მოვლა, რომ ამ ბიზნესმა წინ წაიწიოს, ამიტომაც ჩვენი ტექნოლოგიებით ვამზადებთ ქართულ ჩაის. აქ წარმოებული შავი და მწვანე ჩაი უმაღლესი ხარისხისაა. ვაპირებთ უფრო მეტ მუშაობას და ვგეგმავთ დიდი პროექტს, სადაც ინვესტიციები განხორციელდება" - აცხადებს ჭან ვან ხუ - „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანიის" დამფუძნებელი.


მისი ქართველი პარტნიორის გონერ სალიას განცხადებით, ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე მოთხოვნადია, პირველი პარტია 80 და 100 დოლარად გაიყიდა, მეორე პარტიის ხარისხი და დამზადების ტექნოლოგია კი გაუმჯობესდა და ახლა, წალენჯიხასი წარმოებული 1 კილოგრამი ჩაის ფასი, ჩინურ ბაზარზე 300 დოლარია."


ჩინელი ინვესტორები ქართველი ჩაის ტექნოლოგების გადამზადებას და ტრენინგებს გეგმავენ.

 

 

 

წყარო: www.bm.ge

 

big_banner
არქივი