თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, პეკინის გამზირი ივნისის დასაწყიდან 3 თვით გადაიკეტება.
„ზაფხულის პერიოდში, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, როდესაც შედარებით თავისუფალი იქნება ქალაქში მოძრაობა, პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 60 წელია არ განხორციელებულა.
თბილისის მერია ზაფხულიდან სრულ რეაბილიტაციას იწყებს, რასაც 3 თვე დასჭირდება. სამუშოების სექტემბრის დასაწყისში, 15 სექტემბრამდე დასრულდება.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარი იქნება", - განაცხადეს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.