logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა
- +

29 ოქტომბერი. 2021. 10:55

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 961-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 965 პირს დაუდასტურდა, 4 627 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 28 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 009 შემთხვევა გამოვლინდა, 5 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 45 კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი