logo_geo
„არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა
- +

29 ოქტომბერი. 2021. 12:33

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, „არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენცია - „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნა. მინისტრმა ტოტალური თავდაცვის კუთხით ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული გვარდიის უფროსმა. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თანამედროვე გლობალურ სამყაროში, ტექნოლოგიური რევოლუციებისა და გამოწვევების ეპოქაში, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მდგრადობისა და წინააღმდეგობის უნარის შენარჩუნება. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ამ მიმართულებით ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა და ყურადღება აქტიურ რეზერვზე. გაწვევის სისტემაზე, გვარდიის ამოცანებზე გაამახვილა.

 

კონფერენციაში საქართველოს ეროვნული გვარდიის გარდა, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, უკრაინის, პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ეროვნული გვარდიის განვითარების კუთხით ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა და  მიზნად ეროვნული გვარდიის მდგრადობისა და წინააღმდეგობის კუთხით აღნიშნული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.

 

 

big_banner
არქივი