logo_geo
ხონში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ თავს ტურა დაესხა და დაკბინა. ვიდეო
- +

1 ნოემბერი. 2021. 16:15

 

 

ხონში, პატარა ჯიხაიშში მცხოვრები ქალი, ნანა მიქაძე ამბობს, რომ ტურამ დაკბინა. მომხდარის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას Facebook-ის მომხმარებელი, ლევან კობეშავიძე აქვეყნებს.

 

„კა­რა­ლი­ოკს ვჭამ­დი, არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ, ძაღ­ლი მე­გო­ნა. ბუჩ­ქე­ბი­დან უცებ მო­მი­ახ­ლოვ­და და და­მე­ტა­კა პირ­და­პირ ტუ­ჩებ­ში. ვე­რაფ­რით ვერ მო­ვა­შო­რე და ხე­ლე­ბი ჩავ­ყა­ვი, ტუ­ჩე­ბი არ მო­მაგ­ლი­ჯოს-მეთ­ქი, ორი­ვე ხე­ლით და­ვა­ბერ­ტყე დაბ­ლა, და­ვა­ჭი­რე ფეხი და და­ვი­ძა­ხე-მიშ­ვე­ლეთ! გამოცვივდნენ და ნა­ჯა­ხით მოკ­ლეს. მერე სას­წრა­ფოც გა­მო­ვი­ძა­ხეთ, ყველაფერი გამიკეთეს საავადმყოფოში",- ამ­ბობს  ქალი.

 

ლევან კობეშავიძე „იმედინიუსთან“ აცხადებს, შემთხვევა გუშინ, 31 ოქტომბერს, დღისით მოხდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი