logo_geo
2021 წელს საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა
- +

29 დეკემბერი. 2021. 15:48

 

 

წელს საქართველომ, როგორც ტურისტულმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა  - საქართველო არჩეულ იქნა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნად. ასევე მოხდა საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  გენერალურ მდივნად.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს  საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან (USAID, GIZ, EU, ADA, FAO, UNDP, EBRD, WB) ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია,  როგორც ინდუსტრიის დახმარებასა და გაძლიერებაზე, ასევე მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობაზე.

 

2021 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროში ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა შეთანხმება და მემორანდუმი  მოამზადა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ისრაელი, ზამბია,  კორეა, მავრიკი, ტაჯიკეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. ასევე ძალაში შევიდა შეთანხმება სან-მარინოსთან, ხელი მოეწერა მემორანდუმს პარაგვაისთან.

 

 

big_banner
არქივი