logo_geo
სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს
- +

30 დეკემბერი. 2021. 17:08

 

ვარსკვლავები გვპირდებიან, რომ 2022 წელი მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს პირად ცხოვრებას. გადავხედოთ სასიყვარულო ჰოროსკოპს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

 

ვერძი

 

ვერძისთვის წლის ყველაზე რომანტიკული დრო მაისი და ოქტომბერია. აიმაღლეთ თვითშეფასება, ისწავლეთ კომპლიმენტების მიღება - პირად ცხოვრებაში ბედნიერება გელით!

 

კურო

 

თუ თქვენ წინასწარ გაქვთ ადამიანებზე შექმნილი განწყობა და ამბობთ, რომ ის თქვენი სტილის არაა, ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ, რადგან წინასწარ არ იცით, როდის გადაიკვეთება თქვენი გზები. 2022 წელი გპირდებათ ძალიან დიდ რომანტიკას, თუ საკუთარ თავს უფლებას მისცემთ, გასცდეს დაწესებულ საზღვრებს.

 

ტყუპები

 

სიყვარულს ეძებთ? დაარეგულირეთ სამუშაო გრაფიკი ისე, რომ დრო პირადი ურთიერთობებისთვისაც გქონდეთ. შესაძლოა, სასიყვარულო ურთიერთობა თქვენს ყოფილ პარტნიორთანაც განაახლოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამისთვის იდეალური დრო წლის დასაწყისია.

 

კირჩხიბი

 

2022 წელი გიბიძგებთ, თქვენი ენერგია და დრო ურთიერთობებს დაუთმოთ – როგორც პარტნიორთან, ასევე საკუთარ თავთან. მოუსმინეთ თქვენს სურვილებს და არ შეგეშინდეთ მათზე საუბრის. ხოლო, თუ ახალ ურთიერთობაზე ოცნებობთ, უბრალოდ არ იდგეთ ერთ ადგილზე. ასტროლოგების თქმით, სასიამოვნო სიახლეებისთვის ახლა შესანიშნავი წელი მოდის.

 

ლომი

 

სერიოზული გადაწყვეტილებების დროა! სატურნი, შრომისმოყვარეობისა და დისციპლინის პლანეტა, 2022 წლის განმავლობაში თქვენთან ერთად იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის მოემზადეთ. პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებების დრო მოვიდა.

 

ქალწული

 

2022 წელს ვიღაცას სიყვარულში ძალიან გაუმართლებს და ეს "ვიღაც" შენ ხარ! და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იუპიტერი, წარმატებისა და კეთილდღეობის პლანეტა, იქნება თქვენი ნიშნის ურთიერთობის ზონაში. ასე რომ, დაელოდეთ ამაღელვებელ რომანსა და საბედისწერო შეხვედრებს.

 

სასწორი

 

როგორც ჩანს, 2022 წელს არასერიოზული ურთიერთობები აღარ იქნება მნიშვნელოვანი და ოფიციალურ კავშირზეც იფიქრებთ. პლანეტები მზად არიან, კვლავ გაგახვიონ სასიყვარულო ორომტრიალში და მნიშვნელოვანი შეხვედრები მოგიმზადონ. განსაკუთრებით ეს მარტის თვეს ეხება.

 

მორიელი

 

ძალიან სერიოზულად უყურებთ სასიყვარულო ურთიერთობებს. თუმცა, თქვენი ნიშნის რომანტიკულ სექტორში მყოფი იუპიტერი გიბიძგებთ, რომ უფრო მარტივად შეხედოთ საკითხებს და თავი დაანებოთ წინასწარ დარდს. მოემზადეთ გართობისა და თავგადასავლებისთვის!

 

მშვილდოსანი

 

თქვენი მმართველი პლანეტის, იუპიტერის გავლენით გატარებული წელი თქვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება ყველა მიმართულებით. ახლა, როგორც არასდროს, უნდა გჯეროდეთ სიყვარულის და ახალ საფეხურზე გადახვიდეთ.

 

თხის რქა

 

წლის დასაწყისში ვენერა თქვენს ნიშანშია, ამიტომ ურთიერთობებზე ნერვიულობა არ მოგიწევთ. მოემზადეთ ახალ სიყვარულთან შესახვედრად ან პარტნიორთან უფრო ღრმა ურთიერთობის დამყარებისთვის.

 

მერწყული

 

ვნებიანი პაემნები 2022 წელს შეიცვლება ისეთი მომენტებით, როდესაც პიცითა და სხვა გემრიელობით მარტო გენდომებათ ყოფნა. მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება მოსაწყენი. წინ საინტერესო თავგადასავლები გელით.

 

თევზები

 

სიყვარული და რომანტიკა ხაზზეა! თქვენი მმართველი პლანეტა, იუპიტერი წელიწადის უმეტესი ნაწილი თქვენს ნიშანში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა დიდ სიყვარულსა და გრძნობებს დაელოდოთ. არ გამოტოვოთ ბედნიერი მომენტები.

 

 

big_banner
არქივი