logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა
- +

10 იანვარი. 2022. 10:56

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 218-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 953 პირს დაუდასტურდა, 1 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

საქართველოში კორონავირუსის 3 842 შემთხვევა გამოვლინდა, 777 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი