logo_geo
შალვა პაპუაშვილი რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

10 იანვარი. 2022. 15:58

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო.

 

ბატონი რეზოს გარდაცვალება დიდი დანაკლისია მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის და მთლიანად, ჩვენი ქვეყნისთვის.

 

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 

 

big_banner
არქივი