logo_geo
ვანო ზარდიაშვილი: ნიკა გვარამიას აბსურდულ თეატრზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?!
- +

28 ნოემბერი. 2016. 22:44



იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ვანო ზარდიაშვილი სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის სრული აბსურდის თეატრი.


„ნიკა გვარამიას აბსურდულ თეატრზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?! წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მაკავშირებს იმ ხალხთან და საერთოდ „რუსთავი2"-ის განმხილველ მოსამართლეებთან, რომლებსაც საერთოდ არავის ვიცნობ, არც პირველი ინსტანციის, არც მეორე, არც მესამე ინსტანციის მოსამართლეებს ვიცნობ მე პირადად. ეს არის სრული აბსურდის თეატრი. გვარამიას აბსურდულ ბრალდებებს არ აქვს საზღვარი. სასამართლოზე ყველაზე დიდ ზეწოლას სწორედ ნიკა გავარმია ახდენს. ჩვენ კარგად გვახსოვს გვარამიას და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარი, სადაც გვარამია მას ქრთამსაც კი სთავაზობს", - აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.


 

big_banner
არქივი