logo_geo
თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
- +

25 იანვარი. 2022. 10:23

 

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო, სამგორის, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

 

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, თრიალეთის, ჯავახეთისა და კახნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, ქავთარაძის, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასმათის ქუჩის მოსახლეობას.

 

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და მუხიანის აგარაკების მოსახლეობას.

 

 

big_banner
არქივი