logo_geo
ყველაზე მდიდარი ბუნების მქონე ქვეყნების რეიტინგში საქართველო 106-ე ადგილზეა
- +

13 მაისი. 2017. 00:03


 

Travel and Tourism Competitiveness Report-ის ყოველწლიურ კვლევაში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ყველაზე მდიდარი ბუნების მქონე ქვეყნებში პირველი ადგილი ბრაზილიამ დაიკავა. 136 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზე - მოლდოვა მოხვდა.


​რეიტინგი ორგანიზაციის 13 სპეციალისტმა შეადგინა. მათ 136 ქვეყანა ისეთი პარამატერებით შეადარეს ერთმანეთს, როგორებიცაა ცხოველების და მცენარეების სახეობების და ნაკრძალების რაოდენობა, რეგიონების ეკოლოგია, ასევე „იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა რაოდენობა.


რეიტინგში მეორე ადგილზეა მექსიკა, მესამეზე - კოსტა-რიკა. ათეულში მოხვდნენ პერუ, ჩინეთი, ავსტრალია, ტაილანდი, ტანზანია, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

 

საქართველო სიაში 106-ეა და ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა აზერბაიჯანი (109), უკრაინა (115), ლიტვა (121), ლატვია (108) ბელგია (122).


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი