logo_geo
ნინო იობაშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
- +

7 თებერვალი. 2022. 15:33

 

საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დეპუტატებმა, პარლამენტის წევრი ნინო იობაშვილი ერთხმად აირჩიეს.

 

„წელს გეგმაში გვაქვს, რომ ევროკავშირთან უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გავააქტიუროთ. ნინო იქნება კარგი რგოლი იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით, შესაბამის უწყებებთან, კოორდინაცია მოვახდინოთ ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე და ასევე, ინტენსიურად თვალი მივადევნოთ იმ პროცესებს, რაც თავად ევროკავშირში ამ მიმართულებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი