logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა
- +

9 თებერვალი. 2022. 10:52

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 351-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 25 161 პირს დაუდასტურდა, 16 789 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 8 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 24 616 შემთხვევა გამოვლინდა, 18 221 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 54 კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი