logo_geo
ნატო ვაჩნაძის რესტავრირებული ავტომობილი მუზეუმში გამოიფინა
- +

15 მაისი. 2017. 02:14



თბილისის ავტომუზეუმში განახლებული „გაზ" 4-ისა (1933 წ.) და „გაზ" M1-ის (1936) პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად დაესწრო.


ავტომობილების რესტავრაციაზე 6 რესტავრატორი, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.


აღსანიშნავია, რომ „გაზ" 4 იყო პირველი საბჭოთა „პიკაპი". ასეთი სულ 4 ეგზემპლარი არსებობს. „გაზ" M1-ს კი მსახიობი ნატო ვაჩნაძე მართავდა.


დავით ნარმანიას თქმით, თბილისის ავტომუზეუმი ძალიან საინტერესო ადგილია, სადაც დამთვალიერებელს, 2 ახლად რესტავრირებულ ავტომობილთან ერთად, ბევრი უნიკალური ექსპონატის ნახვის საშუალება აქვს.


 

 

big_banner
არქივი