logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მულტფილმი „მაშა და დათუნია“ რუსული აზროვნების პოპულარიზაციაზე მუშაობს
- +

15 მაისი. 2017. 15:20


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე რუსული პროპაგანდის საფრთხეებსა და სამოქალაქო განათლების საგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„სულ ახლახანს მქონდა შეხვედრა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც უცხო ენის გავრცელებას უწყობენ ხელს, მათ შორის იყო თქვენთვის კარგად ცნობილი „ამერკული საბჭოები" (american councils), მათ ხელმძღვანელებს შევხვდი და ვკითხე - ვინ არის თქვენი მთავრი კონკურენტი? „american councils", არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ინგლისური ენის პოპულარიზაცია მოახდინოს მსოფლიოში. მათი კონკურენტი კი ჩვენს დროში არის „მაშა და დათუნია". ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მულტფილმი საქართველოში, რომელიც მუშაობს რუსული კულტურის, რუსული აზროვნების, რუსული ცხოვრების პოპულარიზაციისთვის. ის არის სუპერ პოპულარული. ალბათ, გყავთ შვილები და შვილიშვილები და ხედავთ, რომ „მაშა და დათუნია" „ამერიკულ საბჭოებს" უგებენ და უგებენ ძალიან მაღალი ხარისხით",- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


ჯეჯელავას თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლება.

 

„გახსოვთ რაც გამოიწვია ამ საგნის შემოტანამ ფართო საზოგადოებაში და გახსოვთ, როგორი მწვავე იყო და როგორ არასწორ დაშვებებს ეყრდნობოდა ეს კონფლიქტი. როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ საკლასო ოთახში შეგვეტანა ახალი ინფორმაცია, ხანდახან ვიღებდით ორგანიზებულ წინააღმდეგობას. ამ დროს მხატვრული ფილმები, სერიალები, ყოველგვარი შეფერხების გარეშე იგივე ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენს მოქალქეებს. ანუ ამოცანა იმაშია, რომ ყველამ ერთად უნდა ვიმუშოთ, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში. მხოლოდ ქიმია და ფიზიკა არ უშველის ჩვენს საზოგადოებას. მეცნიერებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ახლებურად მოაზროვნე მოქალქეები, რომლებიც შეძლებენ ახალ რეალობაში გახდნენ წამყვანი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.




 

big_banner
არქივი