logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

24 მარტი. 2022. 11:08

 

 

საქართველოში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 846 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 532 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 307, „პისიარ“ ტესტით – 2 225.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,66%, ბოლო 14 დღის –  5,73%, ბოლო შვიდი დღის – 4,18%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 644 711 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 608 441 გამოჯანმრთელდა, 16 688 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 2 848 368 აცრა, დღიურად აცრილია 1 521.

 

ამასთან, 23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 017 პაციენტი, გარდაიცვალა სამი.

 

 

big_banner
არქივი