logo_geo
გელა ზედელაშვილი: რომ არა ეს ორი ბელადი...
- +

18 მაისი. 2017. 20:17



მოკლედ, კომპოზიტორი კი არა და... აი, ჯერ კიდევ „რუსთავი 2"-ის „ნაჩალნიკად" რომ მუშაობს, რა ჰქვია იმას? ჰო, ნიკოლოზ გვარამია ამტკიცებს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უკვე მოყანყალებულია, ხალხი მზადაა მის დასამხობად, მაგრამ რაკი პოლიტიკური კონსოლიდაცია არ არსებობს, ამ ეტაპზე არ ხერხდებაო. ნიკოლოზი იქვე რჩევას კი არა და... ბრძანებასაც იძლევა: აბა, მორჩით ეხლა მიეთ-მოეთსა და ლაი-ლაის, დროულად კონსოლირდით და ერთიანი ძალებით შეუტიეთ ივანიშვილს, ნუ დაჰყვებით  საკონსტიტუციო განხილვებზე, დატოვეთ ეს ხელისუფლება ხალხის პირისპირო!


აი, ის როა კიდევ... ყველაზე ყველაფერი რომ იცის და ყველას მაგასთან რომ მიაქვს ამბები... „დაჟე" ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს - უჩა მამაცაშვილს და თავად ბიძინასაც... ვაააჰ, რამ დამავიწყა? ჰო, ელეონორა (იგივე ელიკო) იძახის პირდაპირ ეთერებში ყოველ საღამოს: აი, ხალხნო, 1 კვირაში ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ამის შესახებ ინფორმაცია ციხიდან მომაწოდესო!


ნახეთ, რა დამაჯერებელი, რა ნაჯახივით ტონი აქვს ორივეს, 100 პროცენტით არიან დარწმუნებულნი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უკვე მოყანყალდა, თავად ბიძინა გაიქცევა (თანაც 1 კვირაში) და რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ელეონორა გახდება, მინიმუმ, ან შინაგან საქმეთა მინისტრი, ან კიდევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი! პრინციპში, რატომაც არა, მოსმენა-ჩაწერას ასწავლის ვინმე, თვალთვალს თუ „მრავალფეროვანი" ზღაპრების შეთხზვას? ყოველ შემთხვევაში, როცა ელეონორა, იგივე ელიკო საკუთარ თავს გამოგონილი სახელით უწერს, შენ ხარ ამ ქვეყნის გადამრჩენელი, იმედი, გმირი, უშიშროების მომავალი მინისტრი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მომავალი მინისტრიო, ისე ნაზად იფერებს, თითქოს უკვე სთავაზობენ და განგებ იკავებს თავს... აი, თითქოს უნდა კიდევაც, რომ გადაარჩინოს ქვეყანა, მაგრამ დაღლილია, ცოტა დასვენება სჭირდება!


მოკლედ, როცა ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა, 1 კვირის შემდეგ, ბუნებრივია, არც ის კომპოზიტორი კი არა და... გათინეიჯერებული ნიკოლოზი დარჩება სერიოზული თანამდებობის გარეშე... მინიმუმ, მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკუთვნის. ჯერ ერთი, მოადგილედაა ნამუშევარი, გამოცდილება აქვს და მეორეც - რაც ამ კომპოზიტორის თავზე ქარტეხილმა გადაიარა, ძალიანაც რომ გინდოდეს, ამაგს ვერ დაუკარგავ - შიმშილი, უხელფასობა, სიცივე, საკნის ნესტიანი კედლები!


რომ არა ეს ორი ბელადი, ძალიან მოსაწყენი და უიმედო იქნებოდა საქართველოში ცხოვრება. უბრალოდ, ბედი გვქონია... სხვათა შორის, უფალი ჩვენ არასოდეს გვტოვებს მხსნელების გარეშე. ხან კი გვგონია ხოლმე, რომ უპატრონოდ დავრჩით, მაგრამ ეს მხოლოდ მირაჟი გახლავთ. სინამდვილეში აქ მესიათა ცვენაა... ვერ დაგიმალავთ, ხშირად იმდენი მესია ჩნდება, ისინი ხელსაც კი უშლიან ერთმანეთს და ამიტომაცაა, დედის ტრ...ი ორი შაური რომ ხდება ხოლმე!


აი, ეხლა მაცნობეს, თურმე ნიკოლოზ გვარამია მთავარი პროკურორის თანამდებობაზე უარს ამბობს, მაინც და მაინც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა მინდაო... ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქის მერი ზაალ უდუმაშვილი იქნებაო!


ელეონორა ამბობს, ჩვენ იგეთი მაგარი კანდიდატები გვყავს ადგილობრივ არჩევნებში, ვერც კი წარმოიდგენთ, ვერც კი დაიჯერებთ, თბილისს ავიღებთ და ბიძინაც გაიქცევა საქართველოდანო!


ნუ... მე რა ვიცი, ამ ყველაფერზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მხოლოდ ჯანსუღ ჩარკვიანის ფრთიანი ფრაზა მახსენდება, ამნაირ აფრაკებს რომ დაუწერა...


გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი