logo_geo
სამგანზომილებიან ბანერთან ფოტოგადაღება ერთი თვის განმავლობაშია შესაძლებელი
- +

20 მაისი. 2017. 20:02



„კასპერსკის ლაბორატორია" თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. წელს, პირველად საქართველოში, დაიდგა სამგანზომილებიანი (3D) ბანერი, რომელზეც ციფრული სამყაროს საფრთხეებია სიმბოლიზებული.


„კიბერთავდაცვის საკითხებისადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, როგორც კავკასიის რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში", - ასე ხსნიან ლაბორატორიის წარმომადგენლები პროექტის მიზეზებს.


საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს, დღეიდან ზუსტად ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ ფოტოგადაღებები სამგანზომილებიან ბანერთან, სახელწოდებით - „დავიცვათ სამყარო".


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი