ლეგენდარული მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 80 წელი გავიდა. სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა.
სოფიკო ჭიაურელი 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
მიღებული ჰქონდა არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო. სოფიკო ჭიაურელმა როლები 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში განასახიერა. 2017 წლის 21 მაისს მას 80 წელი შეუსრულდებოდა.