logo_geo
მალხაზ თოფურია: შანტაჟით არის ის ქონება მოპოვებული, რომელსაც ელისო კილაძე აგროვებს!
- +

22 მაისი. 2017. 23:01



მალხაზ თოფურია, იგივე „მახაჩა" სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთათვის საკმაოდ ცნობილი ვეტერანია. თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკია და უკვე წლებია, არაერთ შეურაცხყოფას  ითმენს ელისო კილაძისგან. თავად გვესტუმრა. ვერ მოითმინა, როგორც თავად ამბობს - „ზღვარგადასული სიბილწე" და სათქმელს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იწყებს: - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.


გთავაზობთ ამონარიდს მალხაზ თოფურიას ინტერვიუდან:


- ეს დედაკაცი ჩამოდის დედაქალაქში, ცხოვრობს ქალაქის ცენტრში, შვილს გვერდზე სადარბაზოში აცხოვრებს... და რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი - შავი, „ფეშენებელური" ჯიპებით დადიან თავადაც და მისი ოჯახის წევრებიც და ამ დროს არის ერთი ყვითელი, უტირაჟო გაზეთის მეპატრონე, რომელიც არათუ გამდიდრების საშუალება არ შეიძლება იყოს, არამედ მომგებიანიც ვერ იქნება. და ეს ქალი ერთი „გასროლით" და თავისი სიბინძურით, ბილწავს იური ვაზაგაშვილის ხსოვნასაც და პატიოსანი მებრძოლის სახელსაც!


ბინები ნაქირავები მაქვსო, შეიძლება თავი იმართლოს. რა, ორი უზარმაზარი ბინის ქირაობას ცოტა თანხა უნდა? თუ ვაკეში არ იშენებს ახალ სახლს? თუ მისივე სიტყვებით ვიმსჯელებთ და გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილის დროიდანვე ჰქონიათ ნარკოტიკებთან შეხება, მისი გამდიდრების წყარო გასაგებია უკვე. ან მეორე ვარიანტია - შანტაჟი! ჩემი აზრით, შანტაჟით არის ის ქონება მოპოვებული, რომელსაც ეს ქალბატონი აგროვებს! ახლა ამ დაშანტაჟებულ, დასაშანტაჟებელ თუ წინასწარ თანხაგადახდილ ადამიანთა გასაგონად მინდა ვთქვა - გრცხვენოდეთ!


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45304


 

big_banner
არქივი