logo_geo
ირინა გოგოსაშვილი: თუ ელისო კილაძე ვერ გამოაქვეყნებს ჩემს მამხილებელ დოკუმენტებს, მაშინ მე გამოვაქვეყნებ!
- +

24 მაისი. 2017. 14:04



„არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა - ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის" გამო (ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.)" - დაწერა ელისო კილაძემ და სოციალურ ქსელში, საჯაროდ გამოაქვეყნა. თუმცა, ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე შემდეგი სახის განცხადება გააკეთა სოციალური ქსელის მეშვეობით: „დამიგვიანდა რეაქცია:  ირინა გოგოსაშვილი „ქრონიკა+" - დან საკუთარი სურვილით წავიდა, არავის გაუგდია და ნებისმიერ დროს შეუძლია უკან დაბრუნდეს."


მოკლედ გეტყვით - ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ირინა გოგოსაშვილია! 


ჟურნალისტი, რომელსაც აფხაზეთის ომი საკუთარი მხრებით აქვს „ნატარები", ადამიანი, რომელიც მუდამ პირდაპირობით გამოირჩევა, თუმცა, ჩემს წინასიტყვაობას, სჯობს, რესპონდენტს მოვუსმინოთ, რომელიც „ქრონიკა+" - ის რედაქციაში ერთ-ერთ გამოცდილ და მთავარ ჟურნალისტადაც ითვლებოდა და რომელიც, დიახ - პირდაპირ და ღიად ამხელს ელისო კილაძის დანაშაულებრივ და არაპროფესიულ საქმიანობას!


გთავაზობთ ამონარიდს ირინა გოგოსაშვილის ინტერვიუდან:


- ლოდინი ვიცი, არაჩვეულებრივი თვისება მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა მოვიდა ის დრო, როცა უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი! რომ გვემუქრება „ქეისებით" ელისო კილაძე, გამოვუქვეყნებო, - პირადად მე რა უნდა გამომიქვეყნოს? ის ხომ არა - თურქები ასიათას დოლარს რომ მაძლევდნენ - თავი დაგვანებეო?


- და რისი გამოქვეყნებით გემუქრება? გახსენა უკვე?

 

- კი! შემატყობინეს, რომ იმუქრება რაღაცეების გამოქვეყნებით... ღიად და პირდაპირ ვამბობ: ის, რაც მავანს კომპრომატი ჰგონია - ცამდე მართალი ვარ! მოკლედ, ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ჩემი ოჯახის ვალი მართებს და მეტსაც გეტყვით - ის კაცი  ამ ვალს გადაიხდის! ელისომ იცოდა ამ პრობლემის შესახებ, სტატიის დაწერაც შევთავაზე, მაგრამ ბოლოს საერთო ნაცნობების ჩარევის გამო გამოქვეყნებისგან თავი შევიკავე. კი, ბატონო, გამოაქვეყნოს ჩემზე ის ვითომ „კომპრომატი", რაც ხელთ აქვს და მერე მე თქვენ გაჩვენებთ, რამდენი თავიც „დაიყრება"! და თუ ელისო კილაძე ვერ გამოაქვეყნებს ჩემს მამხილებელ დოკუმენტებს, მაშინ მე გამოვაქვეყნებ! უბრალოდ, არ მინდა, დავასწრო...


- ამით, მგონია, ხელს აფარებ კილაძის დანაშაულებრივ ქმედებას...


- იურისტი არა ვარ და ვერც კვალიფიკაციას მივცემ, მაგრამ მე რასაც გამოვაქვეყნებ, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული!

 

- ელისო კილაძის მიერ ჩადენილი?


- დიახ! საკმაოდ სერიოზული დანაშაული! ხომ ამბობს, „ქეისი" მაქვს რედაქციიდან ყველა წასულ ჟურნალისტზეო... ჰოდა, დადოს ის „სქელტანიანი" „ქეისი", რას ელოდება? რამდენიმე დღის წინ ტელეფონით მითხრა - „ბოლო ნომერში ყველა წასულ ჟურნალისტს მადლობა გადაგიხადეთო"... და მადლობას რისთვის გვიხდის, თუკი გამომძალველები და შანტაჟისტები ვართ და „ქეის კომპრომატებს" დავათრევდით ზურგით?!


- შეიძლება, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ უკან დაიხიოს და „ირინას ვიღაცეები აგიჟებენ და ჩემს წინააღმდეგ ამხედრებენო" - თქვას...


- მე ვინ უნდა ამამხედროს, როცა არცკი ჩამოვსულვარ იმ ცხენიდან, რომელიც მართლა ადამიანს მუდამ შეკაზმული ჰყავს? მე მეორედ ისეთი შეურაცხყოფილი გამოვვარდი „ქრონიკა+"-ის ოფისიდან, ისეთი გაცეცხლებული - დღემდე არ გამნელებია! მეტსაც გეტყვით: მე მაქვს წერილი, კილაძის მოწერილი, სადაც მე მაშანტაჟებს!


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45412




 

big_banner
არქივი