logo_geo
Facebook-live-ის 3 ახალი ფუნქცია, რომელიც მალე გააქტიურდება
- +

25 მაისი. 2017. 01:15



Facebook-live ნელ-ნელა ვითარდება და მომხმარებლებს ინოვაციურ განახლებებს სთავაზობს. პირველი დამატება, რომელსაც Facebook-live შემოგვთავაზებს, პირდაპირ ეთერში ორი ადამიანის ჩართვა იქნება. თქვენ ძალიან მარტივად შეგეძლებათ მოიწვიოთ მეგობარი და live- ში ერთად ჩაერთოთ. ბიზნეს და მედია გვერდებისთვის ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელი იქნება. ისინი განახლებული live-ის საშუალებით შეძლებენ ჩაწერონ დისტანციური ინტერვიუები, ერთად წაიყვანონ გადაცემები და ასე შემდეგ.


​ვინც facebook-ის live ფუნქციას იყენებს, იცის რომ პირველი წუთის განმავლობაში აუდიტორიის მოზიდვაა საჭირო, ამიტომ მნიშვნელოვან ინფორმაციას თავიდანვე ვერ გააჟღერებთ. სწორედ ამიტომ, facebook-live დაანონსების საშუალებას მოგვცემს. მომხმარებლებს live-ის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეტყობინება მიუვათ, რომ მალე პირდაპირი ეთერი დაიწყება.


​ბოლო სიახლე, რასაც facebook-ი გვთავაზობს შემდეგია - მომხმარებლებს პირდაპირ ეთერში ჩართვა MSQRD-ის აპლიკაციიდან შეეძლებათ. ასე რომ, შეგეძლებათ პირდაპირ ეთერს მეტი მხიარულება შესძინოთ.


​აღნიშნული ფუნქციები თავდაპირველად facebook-ის ვერიფიცირებულ გვერდებს გაუაქტიურდებათ, შემდეგ კი ახალი ფუნქციები ყველა მომხმარებლისათვის იქნება ხელმისაწვდომი.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი