logo_geo
ციფრული მაუწყებლობის ბაზარზე ახალი საკაბელო ოპერატორი Digital TV გამოჩნდა
- +

25 მაისი. 2017. 02:11

 

 

ციფრული მაუწყებლობის ბაზარზე ახალი საკაბელო ოპერატორი Digital TV გამოჩნდა. ინოვაციური უპირატესობების მქონე მაუწყებლობის ჩასართავად სტერეო პლუსის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გამოიყენება.


სტერეო პლუსის ბაზაზე მუშაობა პროფესიონალურ მომსახურებას თავისთავად გულისხმობს, რადგან ამ მიმართულებით, კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს: კერძო მაუწყებლების გასავრცელებლად ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2015 წელს, სწორედ სტერეო პლუსმა ააგო.


Digital TV სიგნალის გავრცელების  უახლეს სტანდარტებს იყენებს. მონაცემების შემჭიდროების HEVC/H.265 სტანდარტი ოპერატორს შესაძლებლობას აძლევს, ხარისხის შეუცვლელად, უფრო დიდი მოცულობის მონაცემი გაავრცელოს.


ინტერნეტისა და სატელიტური თეფშის გარეშე, მაღალრეიტინგული უცხოური და ქართული არხების მიღება უკვე შეუძლიათ საქართველოს დიდ ქალაქებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ აბონენტებს.


უცხოური და ქართული ტელეარხების მისაღებად, აბონენტებს მხოლოდ დეციმეტრული ანტენა და Digital TV -ის მიმღები მოწყობილობა სჭირდებათ. Digital TV -ის სიგნალს ნებისმიერი ფორმატის ტელევიზორი იღებს.


კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებულ პირველ პაკეტში გაერთიანებულია ჟანრობრივად მრავალფეროვანი არხები ისე, რომ ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებლის ინტერესებზე იყოს მორგებული.


Digital TV გამოირჩევა ინსტალაციის სიმარტივითაც: აბონენტს თავად შეუძლია, ჩაერთოს ქსელში, მიმღების დეციმეტრულ ანტენასა და ტელევიზორთან მიერთებით.


მიმღები მოწყობილობის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.


 

 

 

big_banner
არქივი