logo_geo
„ვიღაცამ ჩემი მონაყოლი გამოიყენა და „ახალ თაობაში“ დაბეჭდა...“ - დათო ევგენიძე განმარტებას აკეთებს
- +

26 მაისი. 2017. 17:45


გაზეთ „ასავალ-დასავალის" რუბრიკაში „კვირგვინოსნები" გამოქვეყნდა მუსიკოს დათო ევგენიძის განცხადება მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით (გთავაზობთ ამონარიდს: „ეს უნდა ვიცოდეთ! ბანკის შენობაში შევხვდი მაია ჩიბურდანიძეს - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ჭადრაკის ლეგენდას, რომელიც კრედიტს იღებდა ბანკიდან. თანხას არ დავაზუსტებ... უბრალოდ, გაუგებარია, რა გვჭირს!"). ამ განცხადებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გაჩნდა მოსაზრებები, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. „რეპორტიორი" ინფორმაციის დასაზუსტებლად დათო ევგენიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მასმედიის არცერთი საშუალებისთვის მას არანაირი ინტერვიუ არ მიუცია და არც რაიმე სახის განცხადება გაუკეთებია.

 

„არც ერთი გაზეთისთვის და ზოგადად, მასმედიის საშუალებისთვის ინტერვიუ არ მიმიცია და ჩემი არანაირი განცხადება არ გაჟღერებულა. მე თვითონ ვიყავი ბანკში კრედიტის ასაღებად. შემხვდა მაია ჩიბურდანიძე, ჩემს წინ იდგა რიგში. შევწუხდი და ვიფიქრე, ღამის 12 საათზე, ქვეყნისთვის ასეთი ძვირფასი ადამიანი კრედიტის ასაღებად რატომ უნდა მიდიოდეს ბანკში, ჩვენმა ქვეყანამ ხომ ხელისგულზე უნდა ატაროს ასეთი ადამიანები-თქო. თუმცა, ისიც არ ვიცი, კრედიტის ასაღებად იყო თუ არა, ეს იყო ჩემი პირადი მოსაზრება, რომელიც უბრალოდ მოვყევი, ვიღაცამ კი ეს ჩემი მონაყოლი „ახალ თაობაში" დაბეჭდა.

 

ვგიჟდები მაიაზე და ეს მონაყოლი იყო პირიქით, მის მიმართ პატივისცემის გამოხატულება. მინდა, მაიას ვუთხრა, რომ ეს მე ოფიციალურად არსად არ განმიცხადებია, უბრალოდ, აღვნიშნე მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე", - განაცხადა დათო ევგენიძემ.


 

 

big_banner
არქივი