logo_geo
ზღაპრული ბაღი თბილისში
- +

28 მაისი. 2017. 23:48



თბილისში, ზემო ავჭალის ზაჰესის დასახლებაში, 3 ათას კვადრატულ მეტრზე ულამაზესი ბაღია გაშენებული.  ყვავილებით სავსე, დახვეწილი ბაღი ლელა მეშველიანს ეკუთვნის.


გაზაფხულზე  ლელა მეშველიანის ბაღი ვარდების ნამდვილ სამეფოდ იქცა. მიუხედავდ იმისა, რომ აქ მებაღე არ ყავთ, ყვავილებს მზრუნველი ხელი არ აკლია. როგორც ბაღის პატრონმა „ფოტალიონს" განუცხადა, ყვავილებს ყოველდღე დიდ დროს უთმობს. დილით სათითაოდ ჩამოუვლის, გამხმარ ფოთლებს აშორებს, თუ სადმე რამე დაავადებას ნახავს, ფოთლებს კრეფს, სპეციალისტებთან მიაქვს და ეკითხება, რით უწამლოს. კვირაში ერთხელ კი აბიბინებულ ბალახს საკუთარი ხელით კრეჭს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი