logo_geo
ზაზა სვანაძე: დიახ, კილაძისგან არ დამიმსახურებია ბინძური ცილისწამება და არც ის კაცი ვარ, ვინმემ ყოველ გავლა-გამოვლაზე თავში ხელი წამკრას!
- +

29 მაისი. 2017. 21:22




გთავაზობთ ამონარიდს „ქრონიკა+"-ის ყოფილი ჟურნალისტის ზაზა სვანაძის ინტერვიუდან:

 

- რიგითი ჟურნალისტი ვიყავიო, ამბობ, თუმცა, სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ყოველთვის იცავდი მას და მასთან გადაღებულსელფებს" გულებისსმაილებით" ტვირთავდიფეისბუქის" საკუთარ კედელზე...


- რა თქმა უნდა. დღესაც მიდევს ეს ფოტოები კედელზე... მე არ მსურს, „რეპორტიორიდან" გავაღიზიანო ვინმე და აქ ამისთვის ნამდვილად არ მოვსულვარ, მაგრამ თუ აქამდე ამ ქალს ჩემთან არ შეშლია, ახლა აგდებულად მექცევა და ვიმეორებ: ზაზა სვანაძეს ეს არ დაუმსახურებია! დიახ, კილაძის ცილისწამებებს უპასუხოდ ვეღარ დავტოვებ! შენ მომეცი ამის შესაძლებლობა და მადლობას გიხდი... ეს არ არის ჩემგან „ცეცხლის გახსნა"... ჩემს სიმართლეს ვამბობ და დაე, ყველამ გაიგოს - ტყუილად ეძებთ ჩემს ნებისმიერ ქმედებაში ან რუსული სპეცსამსახურების კვალს, ან მით უფრო - „სუსის"! დიახ, არ ვთვლი, რომ რომელიმე თქვენგანთან და მითუფრო, კილაძესთან თავი მაქვს სამართლებელი! უბრალოდ, ელემენტარული კოლეგიალობიდან გამომდინარე - იქნებ გადაამოწმოთ ხოლმე თქვენი „წყაროებისგან" მოტანილი ამბები!



- ახლა ვიღაცა გადმოდგება და ჩემზე იტყვის - აქეზებდა ზაზა სვანაძესო...


- გიორგი, მე პატარა ბავშვი არა ვარ, ვინმეს წაქეზებით ვაკეთებდე რამეს... თორემ, მასე, პირადულ მიმოწერაში შენ ისიც კი გითქვამს, თუ ამაგი აქვს ელისოს შენზე, უნდა დაუფასო და უმადური კაცი არ უნდა იყოო... მაპატიე, ჩვენი პრივატული საუბრის პატარა ნიუანსი რომ გავიხსენე, მაგრამ უნდა ითქვას: ვის-ვის და, შენ მართლა არასდროს წაგიქეზებივარ ელისო კილაძის წინააღმდეგ. ყველა ხედავს, როგორი დაძაბული ურთიერთობაც გაქვთ და შენ პირიქით - დამშვიდებისა და მადლიერებისკენ მომიწოდებდი მუდამ. დავმალო? ჩვენი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის განმავლობაში არც „წითელი ხაზები" გადაგიკვეთავს და ცალსახად გეტყვი - არც კოლეგიალურ ურთიერთობებში შეგშლია რამე!  არც ინტრიგებში მიმიღია მონაწილეობა, არც - ფარულ ჩანაწერებში! დიახ, კილაძისგან არ დამიმსახურებია ბინძური ცილისწამება და არც ის კაცი ვარ, ვინმემ ყოველ გავლა-გამოვლაზე თავში ხელი წამკრას!



ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: 

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=48&id=8451

 

 

big_banner
არქივი