logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველა დაისჯება!...
- +

30 ნოემბერი. 2016. 12:29



განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ყალბი დიპლომების გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავებას გამოეხმაურა.


როგორც მინისტრმა განმარტა, ყველა ადამიანი, რომელიც განათლების დამადასტურებელი საბუთების გაყალბებას შეეცდება, აუცილებლად დაისჯება.


„ძალიან სამწუხარო ფაქტია. როდესაც გვაქვს სრულიად უფასო პროფესიული განათლების ძალიან კარგი პროგრამები, უმაღლესი განათლების მრავალფეროვანი დაფინანსება, ყველას მინდა მოვუწოდო, ნებისმიერი სხვა ალტერნატივისგან, მით უმეტეს, კანონის დარღვევისგან თავი შორს დაიჭირონ.

 

ახლაც და მომავალშიც, აუცილებლად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება, რომ უმაღლესი განათლების, პროფესიული ან სხვა განათლების დამადასტურებელი საბუთები გააყალბოს", - განაცხადა ჯეჯელავამ.


ცნობისთვის, ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.


სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ბრალდებულები დიპლომების სანაცვლოდ მოქალაქეებს 3500 აშშ დოლარს სთხოვდნენ. მათი დაკავება თანხის გადაცემის დროს მოხდა.



 

big_banner
არქივი