logo_geo
სურსათის ეროვნული სააგენტო ბარებსა და რესტორნებს ამოწმებს
- +

31 მაისი. 2017. 12:59



ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, კვების ობიექტებზე კონტროლი მკაცრდება. მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული რესტორნები და ბარები, განსაკუთრებით კი ის ადგილებიი, რომელსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ, შემოწმდება. დღეს სურათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მემორანდმიც გაფორმდა, რაც კოორდინებულ მუშაობას გულისხმობს.


დოკუმენტი ვიზიტორებისა და ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესებს დაიცავს. დამრღვევ ობიექტებს დაეკისრებათ ჯარიმები და სხვა სახის სანქციები. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია, რათა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელმა სააგენტოსთან დაკავშირება მარტივად შეძლოს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი