logo_geo
10 ივნისს სოფელ ხაშმში რევაზ ინანიშვილის დღე გაიმართება
- +

2 ივნისი. 2017. 11:49



2017 წლის 10 ივნისს, 12 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელში გაიმართება მწერლისადმი მიძღვნილი - რევაზ ინანიშვილის დღე, რომელიც 2016 წელს დაწესდა და წელს უკვე მეორედ აღინიშნება!


12:0 საათი - ხაშმის წმ. გიორგის ეკლესია: რევაზ ინანიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი;


12:30 საათი - სოფელი ხაშმი, საკრებულოს ეზო - შემოქმედებითი ხსოვნის საღამო - რევაზ ინანიშვილის დღის აღნიშვნა;


ღონისძიებაში მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები, მოსწავლეები, მწერლები, ბატონი რეზოს ოჯახის წევრები და მეგობრები.


დასწრება თავისუფალია.


ორგანიზატორი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა;

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანება;

ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელი".


 

 

big_banner
არქივი