logo_geo
„პალიტრა არტის“ საჩუქრები იუვენტუსის გულშემატკივრებს
- +

3 ივნისი. 2017. 21:51



ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით, დღეს ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი რესტორან „შემოიხედე საირმეში" იკრიბება, რათა თვალი მიადევნოს აღნიშნულ მატჩს და უგულშემატკივროს თავის საყვარელ გუნდს.

 

ღონისძიებასთან დაკავშირებით „პალიტრა არტის" პიარმა ვახო ძიგავამ „რეპორტიორთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია იუვენტუსის გულშემატკივრებს საჩუქრებს გადასცემს.

 

„სარეკლამო კომპანია „პალიტრა არტი" უკვე ერთი წელია თანამშრომლობს იუვენტუსის ოფიციალურ ქართულ ფან-კლუბთან. დღესაც არ ვარღვეთ ტრადიციას და ჩვენს მეგობრებს გადავცემთ საჩუქრებს კომპანიისგან. ოთხი სახეობის იუვენტუსის დაბრენდილ მაისურებს და სხვადასხვა სიურპრიზს ვპირდებით, ისევე როგორც ეს იყო ნახევარფინალური მატჩისას მონაკოსთან.

 

დღევანდელ ღონისძიებაზე, რომელსაც დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და „ქართული ოცნების" საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, სარეკლამო კომპანია „პალიტრა არტი" საჩუქრად გადასცემს პერსონალურად მათთვის დაბრენდილ მაისურებს.

 

წარმატებებს ვუსურვებთ იუვენტუსის ქართულ ფან-კლუბს, რომელიც არის ერთი დიდი და გამორჩეული ოჯახი და ჩვენი გუნდით ვუერთდებით აღნიშნულ ღონისძიებას", - განაცხადა ვახო ძიგავამ.


 

 

 

big_banner
არქივი