logo_geo
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ბასაძიშვილი სწავლას ბელგიის პრესტიჟულ უნივერსიტეტში გააგრძელებს
- +

3 ივნისი. 2017. 23:16



თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების II კურსის სტუდენტი, გიორგი ბასაძიშვილი, სექტემბრიდან სწავლას ბელგიის ყველაზე პრესტიჟულ „KU Leuven"  უნივერსიტეტში გააგრძელებს. გიორგის უნივერსიტეტიდან უკვე მოუვიდა ჩარიცხვის და დაფინანსების წერილი.


„KU Leuven"  ევროპის ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტია და ამ მიმართულებით Cambridge-ისა და Oxford-ის უნივერსიტეტებს უსწრებს.


გიორგის ინტერესის სფეროა ხელოვნური ინტელექტი და მისი მიზანია ინოვაციურ სტარტაპებზე მუშაობა.


გიორგი თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით იყო ჩარიცხული და ის უკვე მუშაობს კომპანია Palatine Analytics-ში, რომელიც ჰარვარდელი სტუდენტების მიერაა დაარსებული.



 

big_banner
არქივი