logo_geo
რა თხოვნით მიმართავენ ონლაინ-სესხების კომპანიები მთავრობას
- +

30 ნოემბერი. 2016. 17:11



საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია, ონლაინ-სესხების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

 

„ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის 29 ნოემბრის ინიციატივას ონლაინ-სესხების ბაზრის დარეგულირების შესახებ და ამასთან დაკავშირებით ონლაინ-სესხების გამცემი მსხვილი კომპანიების სახელით აცხადებს, რომ:

 

1. ჩვენთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დარგის დარეგულირების შესახებ;

 

2. მთავრობას მივმართავთ თხოვნით - საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაგვიწიოს შუამდგომლობა ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით;

 

3. ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს აწვდიდნენ შესაბამისი სტანდარტით;

 

4. მიგვაჩნია, რომ მთვარობის ინიციატივა ონლაინ-სესხების ბაზრის შემდგომი განვითარების და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს;

 

5. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ-სესხების ბაზრის დარეგულირება არამარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების - ეს ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას", - ნათქვამია განცხადებაში.



განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები: vivus.ge; netcredit.ge; ccloan.ge; crediton.ge; moneyman.ge; emmascredit.ge; masesxe.ge; minicredit.ge; mozo.ge; mon.ge;


 

big_banner
არქივი