logo_geo
სუს-ი: სოფელ კოშკის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- +

3 იანვარი. 2023. 14:12

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ კოშკის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

 

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ამასთან, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

 

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნავს სუს-ი.

 

big_banner
არქივი