logo_geo
ზაალ უდუმაშვილი: უკრაინაში პარტიის ლიდერებთან მქონდა შეხვედრა, მათ შორის - მიხეილ სააკაშვილთან
- +

7 ივნისი. 2017. 00:42


„მე, სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით, ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება,  კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა", - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.  უდუმაშვილი ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან" მიიღო შეთავაზება, კენჭი იყაროს თბილისის მერის არჩევნებში.


„მე, სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით, ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება,  კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ ოფიციალურად. ეს შეთავაზება არის „ნაციონალური მოძრაობისგან".

 

უკრაინაში პარტიის ლიდერებთან მქონდა შეხვედრა, მათ შორის  - მიხეილ სააკაშვილთან. ეს შეთავაზება არის „ნაციონალური მოძრაობისგან". გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ვიყრი თუ არა კენჭს თბილისის მერად, ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის", თუ დამოუკიდებელი კანდიდატი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი