logo_geo
სტუდია „პიონერფილმის“ ბავშვებმა „რწყილი და ჭიანჭველა“ გადაიღეს
- +

9 ივნისი. 2017. 11:38



თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმში", ფილმ „რწყილი და ჭიანჭველას" პრემიერა გაიმართა. ფილმი წარადგინეს „პიონერფილმის" ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ და სტუდიის პრეზიდენტმა მარიამ გარსევანიშვილმა, ხოლო მასში მონაწილე ნორჩმა მსახიობებმა, წითელ ხალიჩაზე გაიარეს. ფილმზე მუშაობის საინტერესო ეპიზოდები, სტუდიის პედაგოგმა ნინო ჩიგოგიძემ და მოსწავლეებმა გაიხსენეს.

როგორც „სითი კვირას" გრიგოლ ჩიგოგიძემ განუცხადა, „რწყილი და ჭიანჭველას" გადაღების იდეა, სტუდიის ერთ-ერთ მოსწავლეს, ელენე აფაქიძეს გაუჩნდა და ეს იდეა ბავშვებმა ერთხმად აიტაცეს. შემდეგ ფილმის სცენარი დაიწერა და გადაღებებიც დაიწყო. ფილმზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, რადგან ხან ბავშვებს არ ეცალათ, ხან ამინდი არ უწყობდათ ხელს და ხან გადასაღები ადგილის პოვნა უჭირდათ.


ძირითადი სცენები მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობაშია გადაღებული. გადასაღებ მოედნად სასახლის დარბაზებსა და კიბეებს იყენებდნენ. სტუდიის ერთ-ერთმა მოსწავლემ, ფილმის გადამღებ ჯგუფს საკუთარი სახლი და ეზოც დაუთმო, სადაც რამდენიმე კადრი გადაიღეს.


​გრიგოლ ჩიგოგიძის ინფორმაციით, ფილმის ნაწილი მოსწავლეებმა თავად გადაიღეს. მუშაობის პროცესს პედაგოგი ნინო ჩიგოგიძე ხელმძღვანელობდა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი